"გირჩის" ოფისში ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ექსპერტების მუშაობის გამო პარტიის ოფისი "გირჩის" ყველა წევრს დაატოვებინეს. საგამოძიებო მოქმედებებს მხოლოდ პარტიის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და იაგო ხვიჩია ესწრებიან. როგორც ექსპერტიზის დაწყებამდე ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, გამოსაძიებელი არაფერია, რადგან ყველაფერი საჯაროდ მოხდა. ამჟამად ექსპრეტების დასადგენი მხოლოდ ის არის ნამდვილად არის თუ არა ქოთნებში მარიხუანა. მისივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც მოცემულ სიტუაციაში შეუსაბამოა.