დროებითი საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფი დღეს ციხეში ერთ-ერთ ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს შეხვდა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გლდანის მერვე პენიტენციურ დაესებულებასთან განაცხადა.კითხვაზე, შეიძლება თუ არა გამოკითხვის შემდეგ, სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთოს, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ცალკეული პირების გამოკითხვის შედეგად, ძნელია ვინმეს დანაშაულებრივი ქმედების გამოკვეთა.