მირზა სუბელიანის შვილის ა.ს-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, - ამის შესახებ ნათქვამია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა შეიმუშავეს. დასკვნის ავტორები მიუთითებენ მთელ რიგ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელიც მათი აზრით, უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არ ჩატარდა.