"ყაზტრანსგაზ თბილისი" ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ბუნერივი აირის მომხმარებლებს მიმართავს. კომპანიის მთავარ ინჟინერ გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, მომხმარებლის მიერ სხვადასხვა ტიპის გამათბობლებისა და წყალგამაცხელებლების ნაწილი სათანადოდ შემოწმებული არ არის და დამონტაჟებულია მოქმედი ტექნიკური მოთხოვნების დარღვევით. "ყაზტრანსგაზ თბილისი" უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე გაზის მომხმარებლებს მოუწოდებს, ახალი ან გარემონტებული გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყონ აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება კომპანიის მეშვეობით.