არსებობს ბევრი ფარული თუ გაცხადებული საფრთხე, რომლებიც კაცობრიობის არსებობას ან თუნდაც კეთილდღეობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ერთი წუთით რომ დავივიწყოთ სუპერვულკანების ამოფრქვევისა და ასტეროიდის ჩამოვარდნის შესაძლებლობა, მივხვდებით, რომ ადამიანების ნათელ მომავალს ბუნებრივი რესურსების ამოწურვა, რთული გეოპოლიტიკური ვითარება, ხელოვნური ინტელექტის გაძლიერება და სხვა მრავალი ფაქტორი ემუქრება.რა მოხდება მსოფლიოში 30 წლის შემდეგ, სათქმელად ძნელია, თუმცა არსებული ტენდენციები მიახლოებული პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.