05:53
25 აპრილი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
საფრთხე, რაც გემრიელი ორცხობილების, რძიანი ყავის, ნაყინისა და მარგარინის უკან იმალება - შეიძინეთ ორცხობილა, რომელიც ჟოლოთი, ნიგვზით და ჩირითაა...
18-03-2019

კანცეროგენები გემრიელი ორცხობილების უკანაც იმალება,  ტკბილი ორცხობილების დიდი ნაწილი, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება, მცენარეული ცხიმებითაა დამზადებული, მცენარეული ცხიმები კი ხშირ შემთხვევაში ტრანსცხიმებს წარმოადგენს.

ჰიდროგენიზაცია - თხევად არანაჯერ ცხიმოვან მჟავათა გაჯერება, წყალბადის ატომებით და მყარი, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნა. პროცესი,  რომელიც მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურის, წნევისა და ნიკელის კატალიზატორის ზემოქმედებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ტრანს-ცხიმები. გარდა კანცეროგენული თვისებებისა, ტრანსცხიმებს სხვა უარყოფითი მხარეებიც გააჩნია.

ტრანსცხიმები არა მარტო ორცხობილებშია, ის შესაძლოა იყოს ნებისმიერ პროდუქტში, რომელსაც შემადგენლობაში მცენარეული ცხიმები აქვს მითითებული, მაგალითად რძიან ყავაში, ნაყინში და რა თქმა უნდა მარგარინში. ამიტომ ამ საფრთხეების ტავიდან ასაცილებლად უმჯობესია, თუკი მარგარინს მთლიანად ამოიღებთ რაციონიდან, მისგან მომზადებულ ნაწარმს კი გამონაკლის შემთხვევებში მიიღებთ. საუკეთესო გამოსავალია, რომ ორცხობილები კარაქის გამოყენებით,  თავად მოამზადოთ სახლში, ან შეიძინოთ ისეთი ორცხობილები, რომლის შემადგენლობაში ჟოლო, ნიგოზი და ჩირია, რადგან ეს პროდუქტები ამცირებენ ტრანსცხიმების კანცეროგენულ მოქმედებებს.

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
დადებიდან რამდენი ხანი ინარჩუნებს კვერცხი სასარგებლო თვისებებს? - ამ ვადის გასვლის შემდეგ, ნელ-ნელა იწყებს ნივთიერებების დაკარგვას
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
3 მეთოდი, სააღდგომო კვერცხების შესაღებად - თუ გსურთ წითელთან ერთად, სუფრაზე ფერადი ატრიბუტიც გქონდეთ
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
"არცოდნა აკრძალულია" - კვერცხი
23-04-2019
5 მარტივი ხრიკი, რომლითაც გაიგებთ ქათმის კვერცხი ახალია თუ ძველი - რა უნდა იცოდეთ, რომ საღდგომო სუფრაზე გაფუჭებული პროდუქტი არ გქონდეთ
23-04-2019
მასში შემავალი ჰორმონები 3 სახის კიბოს რისკს ამცირებს, თუმცა არ უნდა მიირთვან წყვილებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს - რას უშლის ხელს სოიო კაცებში და ქალებში?
19-04-2019
ზედაპირზე მხოლოდ ხოჭო ამოტივტივდა.... - როგორ უნდა გაიგოთ დაზიანებულია თუ არა ლობიო და რომელ თვეში უნდა იყოს დამზადებული ბარდა?
18-04-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები