"საფრთხე ენდჰაუსში" დეტექტიური ჟანრის რომანია, რომელიც ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა, აგათა კრისტიმ 1932 წელს დაწერა. თავდაპირველად 270 გვერდიანი რომანი 1932 წლის თებერვალში, აშშ-ი დაიბეჭდა, ხოლო დიდ ბრიტანეთში დაბეჭდილ წიგნს უფრო შეკვეცილი ფორმით იყო და 250 გვერდი ჰქონდა.
რომანი ედენ ფილპოთს, აგათას მეზობელსა და ოჯახის მეგობარს ეძღვნება. მიძღვნა იწყება სიტყვებით „რომლის მიმართაც მე ყოველთვის ვიქნები მადლიერი,მეგობრობისთვის და გამხნევებისთვის,რომელიც მან მომცა რამდენიმე წლის წინ“.
რომანმა პირველივე გამოცემისას დაიმსახურა კარგი შეფასება, ხოლო სიუჟეტი შეფასდა, როგორც გენიალური და ჭკვიანური. ის ადაპტირებულია სცენისთვის, რადიოსთვის, კომპიუტერული თამაშებისა და კინოსთვის.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ გამომცემლობა "პალიტრა ელის" ვებ გვერდზე - Palitral.ge