საფრანგეთში ვერტმფრენის კატასტროფას სამი მაშველი შეეწირა. ისინი მარსელში წყალდიდობის გამო სამაშველო ოპერაციაში იყვნენ ჩართულები, როდესაც ინციდენტი მოხდა.
საფრანგეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენმა სიგნალი დაკარგა და რადარებიდან გაქრა ზუსტად იმ დროს, როდესაც სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად მიემგზავრებოდა. საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში უხვი ნალექის შედეგად წყალდიდობას უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან.
ფრანგული მედიის ცნობით, სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ღამის განმაბლობაში დაახლოებით 1800 ზარი შევიდა დახმარების თხოვნით. მაშვლებემა 52 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.