2017 წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს ათას 542-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. შარშან ეს ციფრი 940 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ლტოლვილებისა და აპატრიდების დაცვის ბიურო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებლები ძირითად მოტივად ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების პოლიტიკურ დევნას ასახელებენ, რომელიც აქტივისტების განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.
თავშესაფრის თხოვნის დანარჩენ მოტივებს შორის კი ეთნიკური კონფლიქტები, საოკუპაციო ძალების ქმედებები, სექსუალური ნიშნით შევიწროება, ოჯახში ძალადობა და ადამიანის ღირსების შემლახველ პირობებში სასჯელის განმეორებით მოხდის შიში წარმოადგენს. ამასთან, ბიუროს ცნობით გაიზარდა ისეთი ბიზნესმენებისგან შესული განაცხადები, რომლებიც პოლიტიკური ძალების მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებს უჩივიან.