საფრანგეთში სამედიცინო სფეროში დასაქმებულების ხელფასის გასაზრდელად ბიუჯეტიდან 8 მილიარდ ევრო გამოყვეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება ექიმებისთვის შემოსვლის ზრდას დასთანხმდა, რათა კორონავირუსის წინააღმდეგ მათი თავდადება დააფასოს. როგორც ცნობილია ჯანდაცვაში დასაქმებული თითოეული ადამიანის ხელფასი საშუალოდ 183 დოლარით გაიზრდება. ის ექიმები კი, რომლებიც დღესდღეობით კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან ყოველდღიურად იმყოფებიან დანაამტის სახით 450 ევროს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში სამედიცინო პერსონალი დაბალ ხელფასებს რამდენიმე თვეა აპროტესტებს. მათ პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში არაერთი აქცია გამართეს.