საფრანგეთში საჯარო სექტორის თანამშრომლები მასშტაბურ გაფიცვას განაგრძობენ. საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების გამო ქვეყანაში ქაოსია. დახურულია სკოლების ნაწილი, ასევე შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. გაფიცვის ფარგლებში რამდენიმე ქალაქში მსველობებიც გაიმართა. ქალაქ ლიონში კი პოლიციასთან შეტაკებები მოხდა.
აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი მასშტაბურ დემონსტრაციებს 12 და 17 დეკემბერსაც გამართავენ.