საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" მორიგი დემონსტრაცია მიმდინარეობს - დაპატიმრებულია 37 ადამიანი. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღის განმავლობაში პარიზის სარკინიგზო სადგურებში კონტროლისა და პრევენციის ზომები იქნება გატარებული. ტელეკომპანია France 24-ის ცნობით, დედაქალაქშ მობილიზებულია 8 000 პოლიციელი და 14 ერთეული ჯავშანტექნიკა. დაკეტილია ქალაქის ზოგიერთი ღირსშესანიშნაობა და ბლოკირებულია ელისეს სასახლესთან მისასვლელი გზები. მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" ორგანიზებული საპრორტესტო გამოსვლები საფრანგეთში მეხუთე კვირაა ყოველ შაბათს მიმდინარეობს. შედეგად, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით 2019 წლიდან საწვავი აღარ გაძვირდება, მინიმალური ანაზღაურება კი 100 ევროთი გაიზრდება.