საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ყვითელი ჟილეტების" აქციების დროს, უსაფრთხოებასსამხედროები დაიცავენ. ამის შესახებ "Associated Press" იუწყება. მაკრონის განცხადებით, სამხედროები სამთავრობო და სხვა ობიექტებს დაიცავენ, რათა პოლიციურ ძალებს საშუალება მისცენ, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება შეძლონ. დაახლოებით შვიდი ათასი ჯარისკაცი, ავტომატური იარაღით შეიარაღებული უკვე განთავსებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერაციის ფარგლებში. გასულ შაბათს, პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დარბეულია 80-მდე მაღაზია და ოფისი. პოლიციამ 220 ადამიანი დააკავა.