საფრანგეთში პარკებს სპეციალურად გაწვრთნილი ყვავები ალაგებენ. ნაგვის შესაგროვებლად განსაკუთრებით ჭკვიანი ფრინველები შეარჩიეს. 6 ყვავის გასაწვრთნელად სპეციალური სისტემა კრისტოფ გაბორიმ შეადგინა. ფრინველები სიგარეტის ნამწვავებს და წვრილ ნარჩენებს აგროვებენ და სპეციალურ კონტეინერებში ათავსებენ, ამის სანაცვლოდ კი საკვებს იღებენ.
მწვრთნელი ამბობს, რომ ყვავები ნაგავს სწრაფად აგროვებენ და სულ რაღაც 45 წუთში კონტეინერი უკვე სავსეა. გარდა ამისა, მათ ადამიანებთან ურთიერთობა მოსწონთ და კონტაქტს თამაშების მეშვეობით ამყარებენ. პროექტის მიზანი მხოლოდ სისუფთავის შენარჩუნება არ არის. როგორც პარკის დირექტორი ამბობს, მისი მიზანია ადამიანებმა დაინახონ, რომ ბუნებამ თავად შეიძლება გვასწავლოს, რომ გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ.