საფრანგეთში კორონავირუსით ერთ დღეში 833 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

საფრანგეთში კორონავირუსით ერთ დღეში 833 ადამიანი დაიღუპა

2020-04-07 10:31:28+04:00

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 833 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8 911-ს მიაღწია, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი - 98 010-ია.

ამასთანავე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების რაოდენობა უმნიშვნელოდ, მხოლოდ 1,3 პროცენტით, გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების მაჩვენებლით იტალიის, ესპანეთისა და აშშ-ის შემდეგ საფრანგეთი მე-4 ადგილზეა.