საფრანგეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 61%-ით გაიზარდა და 6507-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა მოხუცებულთა თავშესაფრებში დაღუპულ ადამიანთა აღრიცხვამ განაპირობა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ვირუსი 44%-ით მეტ ადამიანს დაუდასტურდა და მთლიანმა დაინფიცირებულთა რაოდენობამ 82165-ს მიაღწია.
ამ მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების მიხედვით, საფრანგეთი მეხუთე ქვეყანაა, სადაც ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთს გადააჭარბა.