საფრანგეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 60 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, საფრანგეთში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.7 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 828 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 40 000-ს მიაღწია. შეგახსენებთ, ერთი კვირაა საფრანგეთში საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ქვეყანაში ღამის 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. „კომენდანტის საათიც“ დაწესდა.