საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 42 032 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების პერიოდიდან,- შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტო ავრცელებს. ამასთან, საფრანგეთში ვირუსს კიდევ 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 34 508-მდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში, საერთო ჯამში, ინფიცირების 1 041 075 შემთხვევაა დადასტურებული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთს ვირუსთან ერთად ცხოვრება მინიმუმ 2021 წლის ზაფხულამდე მოუწევს.