საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.
Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთში ინფიცირების შემთხვევემა განსაკუთრებით მას შემდეგ მოიმატა, რაც ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება დაიწყო. გასულ კვირას ტესტი 1.2 მილიონამდე ადამიანმა ჩაიტარა, აქედან 5.4%-ის შემთხვევაში, პასუხი დადებითი იყო.
ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 415 481 შემთხვევაა დადასტურებული, ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 31 095-ია.