საფრანგეთის საავადმყოფოებში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 888 პაციენტი მოათავსეს, რაც ყველაზე დიდი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 2020 წლის ნოემბრის დასაწყისიდან, - ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, საფრანგეთის საავადმყოფოები ამჟამად 25 775 კოვიდ პაციენტი მკურნალობს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 102 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 61 ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, კვირას საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მიმართული მთავრობის უახლესი ზომები, მათ შორის ვაქცინაციის საშვი. ახალი კანონით, რომელიც უახლოეს დღეებში შევა ძალაში, ვაქცინაციის საშვის წარდგენა სავალდებულო იქნება მუზეუმებში, თეატრებში, კაფეებსა და რესტორნებში შესასვლელად და შორი მანძილის მატარებლებით მგზავრობისას.
ვაქცინაციის საშვი მხოლოდ სრული ვაქცინაციის საფუძველზე გაიცემა.