საფრანგეთში კორონავირუსის გამო ე.წ. ღამის კომენდანტის საათი დაწესდა.
BBC-ის ინფორმაციით, მოქალაქეებს 20:00-დან 06:00 საათამდე სპეციალური ნებართვის გარეშე გარეთ გასვლის უფლება არ აქვთ.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა შობის ღამეს მოიხსნება, თუმცა ახალი წლის ღამეს ძალაში დარჩება. ამასთან, საფრანგეთში პანდემიის გამო დახურული ბარები და რესტორნები 20 იანვრამდე არ გაიხსნება.
ცნობისათვის, საფრანგეთში სამშაბათს კორონავირუსის 11 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 391 447-მდე გაიზარდა, ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 790 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 59 072-ს მიაღწია.