საფრანგეთში ძლიერ თოვას 1 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ერთ დღეზე მეტია გადაუღებლად თოვს. დიდთოვლობამ ყველაზე მეტად დრომის, იზერის, რონისა და არდეშის დეპარტამენტები დააზარალა. ელექტროგადამცემი ხაზების დაზაინების გამო 300 000-ზე მეტ სახლს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
იზერის დეპარტამენტში ძლიერ თოვას 1 ადამიანი ემხვერპლა. 63 წლის მამაკაცი გზაზე წაქცეული ხის გადატანას ცდილობდა, რა დროსაც მას სხვა ხე დაეცა. სინოპტიკოსების ცნობით ძლიერი თოვა კიდევ რამდენიემ დღე გაგრძელდება.