საფრანგეთში ქალაქ ფიოკიერის მერმა, ან-პიერესტიემ ძაღლებს ყეფა აუკრძალა. კანონდამრღვევებს ჯარიმის სახით 68 ევროს გადახდა მოუწევთ. ახალი კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ქალაქის მცხოვრებლებმა მერის სახელზე პეტიცია შეადგინეს და ერთ-ერთი ქალის სახლში მცხოვრები ძაღლების პრობლემის მოგვარება მოითხოვეს.ქალაქის მერი მტკიცებით, აკრძალვა აუცილებელია, რადგან ქალაქში ძაღლები მუდმივად ყეფენ და მეზობლებს წყნარად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. ცხოველთა უფლებების დამცველები მერის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
მერის მიერ ინიცირებული აკრძალვა ქალაქის საკრებულომაც დაამტკიცა. ძაღლების მფლობელებს იმ შემთხვევაში დააჯარიმებენ, თუ მათ მეზობლები უჩივლებენ. ფიოკიერი არ არის პირველი დასახლებული პუნქტი საფრანგეთში, სადაც ძაღლების ყეფა აკრძალეს. მსგავსი აკრძალვა 2012 წელს ქალაქ სენტ-ფუა-ლა-გრანდშიც შემოიღეს.