04:40
10 აპრილი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
საფრანგეთში ბავშვების ფიზიკური დასჯა აკრძალეს
15-07-2019

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „ნდობის სკოლის შესახებ“, რომელიც ბავშვების ფიზიკურ დასჯას კრძალავს. საფრანგეთი გახდა მსოფლიოს 56-ე ქვეყანა, სადაც ასეთი დასჯაა აკრძალული. საფრანგეთის სენატში, სადაც საბოლოო კენჭისყრა გაიმართა, გადაწყვეტილებას ერთხმად მხარი ყველა სენატორმა დაუჭირა. მიღებული კანონი ასევე კრძალავს ბავშვების დამცირებას და დაცინვას. სტატისტიკის  თანახმად ფრანგი მშობლების 85%-ს „ჭკუის სწავლების მიზნით“ ფიზიკური დასჯის ჩვევა აქვს.

კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ბავშვების დამცირება და ცემა მათში დაბალი თვითშეფასების გაჩენას, ანტისოციალური ქცევისკენ მიდრეკილებას და სხვა ნეგატიურ ქმედებებს იწვევს. კენჭისყრის დაწყებამდე საფრანგეთის სოციალურ საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა ადრიან ტაკემ განაცხადა, რომ საფრანგეთი შედის ევროპის ბოლო 5 ქვეყნის რიცხვში, სადაც ასეთი კანონი არ მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ძალადობას ისედაც კრძალავდა, თუმცა სამართლის დონეზე მშობლებს „ბავშვების ქცევის გამოსწორების“ უფლება ჰქონდათ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები