საფრანგეთში ბასკური სეპარატისტული დაჯგუფება ETA-ს ლიდერი ჯოსუ ტერნერა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 17 წლიანი ძებნის შემდეგ ტერნერა ფრანგმა და ესპანელმა პოლიციელებმა საფრანგეთის ალპებში კურორტ სალანჩესზე დააკავეს. მას ბრალად სეპარატისტული ორგანიზაციის წევრობა და ათობით მკვლელობა ედება.
შეგახსენებთ, რომ "ეტა" სეპარატისტული ორგანიზაცია იყო, რომლის მიზანსაც ბასკეთის ესპანეთისგან გამოყოფა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენდა. 2018 წელს მათ განაცხადეს, რომ არსებობას წყვეტენ. აღსანიშნავია, რომ არსების 60 წლის განმავლობაში მათ ასობით ადამიანი მოკლეს.