საფრანგეთში ასობით სკოლა და საბავშვო ბაღი სიცხის გამო დაიკეტა. სასწავლო დაწესებულებები ქვეყნის მასშტაბით კვირის ბოლომდე არ იმუშავებს, რადგან ბევრ ქალაქში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით მხოლოდ პარიზის სამხრეთით მდებარე ესონას დეპარტამენტში 56 სკოლა დაიკეტა.
ქვეყნის განათლების მინისტრის განმარტებით, ის თუ რომელი სასწავლო დაწესებელუბები დაიხურებოდა ადგილობრივ ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული, რომელიც გადაწყვეტილებას დაწესებულების კონდინცირების სისტემის გამართულობიდან გამომდინარე იღებდა.
წელს ევროპაში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა იქნება. ამის შესახებ განცხადებას ევროპის მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით მიმდინარე კვირას განსაკუთრებით მოიმატებს ტემპერატურა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში და 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.
ამასთანავე მაღალი სიცხეები იქნება იტალიასა და ესპანეთშიც. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ძლიერი სიცხე განსაკუთრებით საშიში მოხუცებისა და ბავშვებისთვისაა, ამიტომ ისინი მოსახლეობას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებენ.