საფრანგეთში ასობით სამართალდამცველი თავდამსხმელის ძებნას განაგრძობს, რომელმაც გუშინ საღამოს სტარსბურგში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა და 3 ადამიანი მოკლა. თვადასხმის შედეგად 12 დაშავებულია. მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარის შემდეგ ეჭვმიტანილი გაიქცა, მანამდე კი მასა და პოლიციას შორის სროლა იყო. ბიბისის ცნობით, იგი სავარაუდოდ დაჭრილია. მომხდარის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სასაზღვრო კონტროლი საფრანგეთში გამკაცრდა, ამასთან გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები ყველა საშბაო ბაზრობის მიმდებარედ. თავდამსხმელი 29 წლისაა და სავარაუდოდ სწორედ სტრასბურგში დაიბადა. იგი პოლიციისთვის ცნობილი იყო შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო. მას პოლიცია ქურდობისთვის ეძებდა, იგი სამშაბათს საკუთარი ბინიდან გაიქცა, სამძებრო სამშაოების დროს კი სამართალდამცველებმა მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი, რომელიც სტრასბურგში შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარეობს, დაიკეტა.