საფრანგეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურის ბადრი ბერიძის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. როგორც ბადრი ბერიძის შვილმა გიორგი ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამი წლის წინ თურქეთიდან საფრანგეთის მიმართულებით მოძრავი გემი „კარიბის პალმა" დააკავეს, რომლის კაპიტანი ბადრი ბერიძე იყო.როგორც დაკავებულის შვილი გიორგი ბერიძე აცხადებს, გემზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის -2, 4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რის შესახებაც გემის კაპიტანს ინფორმაცია არ ჰქონდა. დაკავებულის შვილი ამბობს, რომ ბადრი ბერიძე 3 წელია საფრანგეთში ციხეში იმყოფება და მას ბრალს ვერ უმტკიცებენ. ქართველ კაპიტანთან ერთად, ეკიპაჟის 12 წევრი დააკავეს, ისინი თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. გიორგი ბერიძე ამბობს, რომ მამამისი გემზე თურქულმა კომპანიამ დაასაქმა და მუშაობა რამდენიმ დღის დაწყებული ჰქონდა.დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ბადრი ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.