საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის 6 მაისის შემდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არასწორი მიმართულებით იხრება. ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 206 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 30 000-ს აჭარბებს.