12:09
27 ნოემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საფრანგეთში 2024 წლიდან ძაღლებისა და კატების ზოომაღაზიებში გაყიდვა აიკრძალება
26-10-2021

საფრანგეთის მთავრობა გეგმავს, ძაღლებისა და კატების ზოომაღაზიებში გაყიდვა და გარეული ცხოველების ცირკში გამოყენება აკრძალოს. RFI-ის (Radio France Internationale) ცნობით, ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობასთან ბრძოლის შესახებ კანონის მიღების პირობებზე შესაბამის შეთანხმებს პარლამენტის ორივე პალატის წარმომადგენლებმა მიაღწიეს.

კატებისა და ძაღლების შინაური ცხოველების მაღაზიებში გაყიდვა კანონით 2024 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა აიკრძალოს. ინიციატორების განმარტებით, ასეთ მაღაზიებში ცხოველების შენახვის პირობები უკიდურესად არახელსაყრელია, ხოლო მომხმარებლების შესყიდვები ხშირად იმპულსურია.

ძაღლებსა და კატებს, როგორც ადრე, კვლავ თავშესაფრებში გადაიყვანენ, ხოლო მათი შეძენა სპეციალური ვებგვერდებით იქნება შესაძლებელი, რომელთა მუშაობაც მკაცრად გაკონტროლდება.

კანონპროექტს დეპუტატებმა 15 ნოემბერს უნდა უყარონ კენჭი, რის შემდეგაც ის კენჭისყრისთვის სენატს გადაეგზავნება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები