შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით საფრანგეთში 2 ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ორგანიზებული დაჯგუფების 8 წევრი დააკავა, - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.„ქართველ სამართალდამცველებს მუდმივი კავშირი აქვთ ევროპელ კოლეგებთან ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ოპერატიული ინფორმაციების მიწოდების მიმართულებით.ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების აქტიური ჩართულობით და უშუალო მონაწილეობით, მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა მასშტაბური სპეც.ოპერაცია სახელად „VORS 69-01“ - დაკავებულია საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. დაკავებულებს შორის საქართველოს 10 მოქალაქეა, მათ შორის 2 - „კანონიერი ქურდი“.