საფრანგეთისა და იტალიის მოსაზღვრე რეგიონებში ქარიშხალ „ალექსის“ მსხვერპლთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, 20-ზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
Reuters-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექებმა დასახლებული პუნქტების დატბორვა გამოიწვია. წყალმოვრდნამ ათობით სახლი და ხიდი გაანადგურა. მაშველებმა სახიფათო ზონებიდან თავშესაფარში 400-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. სამაშველო სამუშაოებში სულ 1 000-ზე მეტი მაშველია ჩართული.
მედიის ინფორმაციით, ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს. სინოპტიკოსები უამინდობას კიდევ რამდენიმე დღე ვარაუდობენ.