საფრანგეთის ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში უცხოურ ინვესტიციებზე კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონი ამოქმედდა. საუბარია, ისეთ სფეროებზე, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის სფეროები, ასევე საავიაციო და კოსმოსის მიმართულება, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება.
აღსანიშნავია, რომ 15 იანვრიდან საფრანგეთის პარლამენტი კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც უცხოურ ინვესტიციებზე კონტროლის მექანიზმებს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ჯანდაცვის სფეროებშიც გააძლიერებს.