ევროკომისიამ კორონავირუსის ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-თან და გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech-თან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ევროპული გაერთიანება ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეისყიდის. როგორც ცნობილია, ევროკავშირი ვაქცინას 2020 წლის დასრულებამდე მიიღებს. იმასთან დაკავშირებით თუ რა პრინციპით მიიღებს მოსახლეობა კორონავირუსის ვაქცინას გაერთიანებას ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც ევროკავშირი დატოვა, 40 მილიონი დოზის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკება კომპანიებთან ცალკე აწარმოა. 9 ნომებერს BBC-მ გაავრცელ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს. მათ ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.