საფრანგეთმა ეკოკომისრის პოზიციაზე ტექნოლოგიური ჯგუფ Atos -ის ხელმძღვანელის ტიერი ბრეტონის კანდიდატურა წარადგინა.
ბრეტონი, რომელიც ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის პერიოდში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2009 წლიდან ტექნოლოგიური ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია. თუ მისი კანდიდატურა ევროპარლამენტმა დაამტკიცა, იგი ევროკომისიაში ინდუსტრიული პოლიტიკას ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, ევროკომისიაში საფრანგეთის მიერ წარდგენილ პირველ კანდიდატურას ევროპელმა კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს, ამიტომაც პარიზი იძულებული გახდა ახალი კანდიდატურა მოეძებნა. ევროკომისიის შემადგენლობაში ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა.