"ევროპელები უყურებენ უკანასკნელ მოვლენებს და ხედავენ, რომ ევროპის უსაფრთხოების გარემო მკაცრი გამოცდის წინაშე დადგა. 2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა. 2014 წელს კი, უკრაინის ჯერი დადგა", - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ, ვაშინგტონში, "ატლანტიკურ საბჭოში" ევროპის თავდაცვაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით ევროპის მიერ საფრთხეების გაანალიზებაა საჭირო. ასევე, გამოსვლისას, პარლიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნასაც უპასუხა, რომ ნატო-ს ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვაზე საკუთარი ბიუჯეტის 2 პროცენტი უნდა დახარჯონ.მისი თქმით, საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს, ევროპელებთან ერთად, რომ "აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა". პარლის თქმით, ევროპის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება ვაშინგტონს ტვირთს შეუმსუბუქებს.