საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ქართველ კოლეგასთან არ უსაუბრია, თუმცა მისი ამოქმედების შესაძლებლობა არსებობს. როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთში საგრძნობლადაა გაზრდილი თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, თუმცა ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მიმდინარეობს და შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კუთხით თანამშრომლობისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯერ-ჯერობით არ დგას დღის წესრიგში.