საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო ლე რუ გადადგა, - იუწყება Le Figaro. გუშინ საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე წინასწარი გამოძიება დაიწყო იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო ლე რუმ პარლამენტარობის დროს თავისი შვილები თანაშემწეებად დაასაქმა.
ცნობილი გახდა, რომ ბრუნო ლე რუს ორი შვილი, 15 და 16 წლის ასაკში, პარლამენტში მის თანაშემწეებად დაინიშნა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი შვილები მასთან „ზაფხულში ან არდადეგების დროს მუშაობდნენ, მაგრამ არა სრულ განაკვეთზე“.