საფრანგეთში, ხმელთაშუია ზღვის სანაპიროზე შტორმის დროს სულ მცირე 7 ადამიანი დაიხრჩო. BBC-ის ინფორმაციით, ზღვაზე არსებული შტორმისა და მორევების შესახებ ხელისუფლებამ სანაპიროზე მყოფილ ადმაიანები დროულად გააფრთხილა, თუმცა დამსვენებელთა ნაწილმა რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. გამოცემის ცნობით, მაშველებამ წყლიდან 12 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, 7 პირის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა. გარდაცვლილების უმეტესობა 60 წელს იყო გადაცილებული.