საფრანგეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, რათა საბრძოლო მოქმედებები სამუდამოდ დასრულდეს. „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად უნდა განხორციელდეს და მკაცრად გაკონტროლდეს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის საბრძოლო მოქმედებების სამუდამოდ დასასრულებლად პირობები შეიქმნას,“- აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის აგნეს ფონ დერ მუჰლის განცხადებაში. მისივე თქმით, არსებითი დისკუსიები, რომელშიც მხარეები მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მონაწილეობდნენ, უპირობოდ უნდა განახლდეს.