საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია. როგორც ლე დრიანმა ფრანგულ გამოცემა Le Telegramme-სთან ინტერვიუში განაცხადა, აუცილებელია, ხალხს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის ნება მისცენ.
"მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება მიუღებელია როგორც აშშ-ში, ასევე სხვაგან", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აშშ-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოლიდარობის აქციები საფრანგეთშიც გაიმართა.