საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებებში კიდევ 145 ადამიანი მოათავსეს, რაც, ბოლო 5 თვის განმავლობაში დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის რეანიმაციულ განყოფილებებში ამჟამად, საერთო ჯამში, 5 254 პაციენტი მკურნალობს. ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში საწოლების რაოდენობა 7 000-დან 10 000-მდე გაიზრდება. საფრანგეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4.7 მილიონამდე გაიზარდა. დაღუპულთა რიცხვმა კი 96 280-ს მიაღწია.