საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს და ყოფილ პრემიერ მინისტრ, მანუელ ვალსს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სილა გაარტყეს. ახალგაზრდა მამაკაცმა საფრანგეთის შესაძლო მომავალ პრეზიდენტს, ქალაქ ლამბალში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაარტყა, რის შემდეგაც ის ძირს დააგდეს და დააკავეს. ინციდენტის შემდეგ კომენტარი მანუელ ვალსმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მომხდარი მის საქმიანობას ხელს ვერ შეუშლის და იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტი სხვა ახალგაზრდებისთვის სამაგალითო არ იქნება.