საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პროფკავშირების და დამსაქმებეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, რათა პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში არეულობა დასრულდეს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მაკრონი სატელევიზიო მიმართვას გააკეთებს, რა დროსაც დაასახელებს იმ ნაბიჯებს, რასაც მთავრობა გადადგამს. შეგახსენებთ, საფრანგეტში ბოლო ოთხი კვირაა მასობრვი საპროტესტო გამოსვლები იმართება. მოსახლეობა თავდაპირელად საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ 2019 წელს საწვავის გადასახადის ზრდის გეგმა შეაჩერა, პროტესტი მაინც არ შეწყდა. გასულ უქმეებზე საფრანგეთში ქუჩებში ყვითელი ჟილეტის მოძრაობის 136 000 დემონსტრანტი გამოვიდა. პოლიციამ 1200ზე მეტი დააკავა. არეულობის შედეგად პარიზი მნიშვნელოვნად დაზიანდა. აქტივისტებმა დაწვეს მანქანები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები, დააზიანეს მაღაზიები. მაკრონისა და პროფკავშირების წარომადგენელთა დღევანდელი შეხვედრა კი გამოავლენს დაახოებით რა სცენარით განვითარდება მოვლენები საფრანგეთში უახლოეს დღეებში.