საფრანგეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა იყოს, თუმცა კიდევ ერთ საყოველთაო კარანტინი, როგორიც მარტში იყო, აღარ დაწესდება.
"მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ისეთი საყოველთაო კარანტინი, როგორიც მარტში გვქონდა, არ გვექნება, ვინაიდან კიდევ ერთ საყოველთაო და აბსოლუტურ კარანტინს ვერც ეკონომიკური და ვერც სოციალური თვალსაზრისით გადავიტანთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მომავალში კორონავირუსთან დაკავშირებით ნებისმიერი ღონისძიება ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით იქნება გატარებული.
შეგახსენებთ, საფრანგეთის მთავრობის წინა შემადგენლობის მიერ ქვეყანაში დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თითქმის რვა კვირას გაგრძელდა და შეზღუდვების მოხსნის პროცესი 11 მაისს დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 168 810 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 30 000-მდე ადამიანი.