საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ პიარმა გარემოს დაცვის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. ამის მიზეზი მინისტრის მიერ სახელმწიფო თანხების არასათანადოდ ხარჯვა გახდა. როგორც ევრონიუსი წერს, გარემოს დაცვის მინისტრმა ფრანსუა დე რუჟიმ მთავრობის მიერ დაქირავებულ ბინაში, სადაც ცხოვრობს, ძვირად ღირებული რემონტი სახელმწიფოს ფულით გააკეთა.
პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკითხზე გამოძიება ჩატარდება და არასათანადოდ დახარჯული თანხა სახელმწიფოს დაუბრუნდება. თავად გარემოს დაცვის მინისტრი ფეისბუქზე წერს, რომ რემონტი აუცილებელი იყო ბინაში, ვინაიდან ფანჯრების მდგომარეობა სავალალო იყო. მანამდე კი ერთი დღით ადრე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მინისტრმა და მისმა მეუღლემ 2017 და 2018 წლებში მეგობრებისთვის პარიზში მდებარე ოფიციაურ რეზიდენციაში ძვირად ღირებული ვახშამი მოაწყვეს.