საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში განხორციელებულ თავდასხმაში დამნაშავე მოკლა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს. პოლიციამ შერიფ ჩეკატსს სტრასბურგის ერთ-ერთ ქუჩაზე მას შემდეგ ესროლა, რაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამი სამართლდამცველი სტრასბურგის ერთ-ერთ ქუჩზე პატრულირებდა, რა დროსაც მათ შენიშნეს ჩაკატის გარეგნობის მსგავსი მამაკაცი. პოლიციამ მისი გაჩერება სცადა, თუმცა, 29 წლის შეიღარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. შემთხვევა დაახლოებით ადგილობრივი დროით 20 საათზე მოხდა. შეგახსენებთ, სტრასბურგის საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია. პოლიცია ამ დრომდე ეძებდა თავდამსხმელს, რის გამოც გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები საფრანგეთისა და გერმანიის საზღვარზე.