საფრანგეთის პოლიციამ ესპანეთის საზღვარზე კატალონიელი აქტივისტების აქცია დაშალა. ასობით კატალონიელ დემონსტრანტს საფრანგეთი-ესპანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაახლოებით 24 საათის განმავლობაში ჰქონდა ბლოკირებული.
როგორც "როიტერსი" წერს, საფრანგეთის პოლიციამ აქტივისტების ჯგუფი აიძულა ესპანეთის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. შეგახსენებთ, კატალონიელი აქტივისტები მათი ლიდერების დაკავებას და პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ. ისინი კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები არიან. და უკვე ერთი თვეა სხვადასხვა ტერიტორიაზე მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს მართავენ.