საფრანგეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც წმინდა რაფაელის სახელობის მუზეუმში შეიჭრა და იმუქრებოდა. შემთხვევა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ვარში მოხდა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის კედელზე მან წარწერა "მუზეუმი მალე ჯოჯოხეთი გახდება" დატოვა.
ფრანგული მედიის ცნობით, ჯერჯერობით დაუდგენელია, იყო თუ არა მამაკაცი შეიარაღებული, ან ჰყავდა თუ არა აყვანილი მძევლები.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.