საფრანგეთის პოლიცია სტრასბურგში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე განხოციელებულ თავდასხმაში ევჭმიტანილის ძებნას განაგრძობს და მის ფოტოს და ვინაობას აქვეყნებს. მოსახლეობას მოუწოდებენ თუ რაიმე სახის ინფორმაცია აქვთ დამნაშავის ადგილმდებარეობის შესახებ, პოლიციას აცნობონ. ასობით სამართალდაცველი ეძებს 29 წლის შერიფ ჩეკატს რომელმაც შეიარაღებული თავდასხმის დროს 2 ადამიანი მოკლა, შემთხვევის დროს 13 ადამიანი დაშვადა. როგორც ცნობილია, მან სროლამდე დაიყვრია ალაჰუ აკბარ. აღსანიშნავია, რომ იგი ამ დრომდე პოლიციისთვის ცნობილი იყო, ციხეშიც იჯდა ქურდობის ბრალდებით.